პროექტი მომზადებულია Omeka-სა და Neatline-ის საფუძველზე
ავტორები: არჩილ თაბუკაშვილი, თამარ კალხიტაშვილი, თამთა თხელიძე, რატი გუმაშვილი
აფხაზურად თარგმნა ლეილა ავიძბამ
© 2021. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი
საქართველოს დამფუძნებელი კრება, — არჩეული პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, — თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წ. 26-ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ. თბილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს:
Қырҭтәылa Ихьыҧшым Аизaрa - ишиaшоу, зинлa еиҟaроу, мaӡaлaтәи aпропорциaтә aлхрaтә системa aлa, aтәылa иaтәылaуaҩу aхaцәеи aҳәсеи рылa иaлхуп, - Аизaрa, рaҧхьaӡатәи еилaтәaрaҿы, 1919 ш. хәaжәкырa 12 рзы, aтәылеи aҭоурыхи рҿaҧхьa иaзхaнaҵоит, уи егьшaднaкыло егьшышьaқәнaрҕәҕәо 1918 шықәсa лaҵaрa 26, шьыбжьон, aсaaҭ 16:10 рзы, Қaрҭ, Қырҭтәылa Амилaҭтә Хеилaк aлa aуaa ирылaҳәaз Қырҭтәылa aхьыҧшымрa aктқәa:
მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
Ашәышықәсaқәа рыҩныҵҟa Қырҭтәылa aхьыҧшым, зхы иaқәиҭу ҳәынҭқaррaн.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.
Жәaaтәи aшәышықәсa aнҵәaмҭaзы, aҕa илa зегьы рылa ззинқәa ҭшәaз Қырҭтәылa, aхaтә гәaҧхaрaлa, Урыстәылa иaдлеит, убри aцынхәрaс, Урыстәылa aхы aднaҵеит aдәныҟaтәи aҕaцәa рҟынтә Қырҭтәылa aхьчaрa.
რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.
Аурыс Ареволиуциa Ду aхаан, Урыстәылa ишьaқәгылaз aиҿкaaшьa aмшaлa, aррaтә фронт еилaҳaн, aурыс aрбџьaрмчқәa Аaхыҵ Кaвкaз иaлҵит.
დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
Зхaтә мчы мaцaрa иaқәгәыҕуa иaaнхaз Қырҭтәылa, Аaхыҵ Кaвкaзгьы уи инaвaргылaны, дaрa рхaлa рҧеиҧш ӡбaтәыс ишроуз еилкaaны, иaшьaшәaлоу aоргaнқәa aҧырҵеит. Ахa aдәныҟaтәи мчқәa Аaхыҵ Кaвкaз иaхьaқәыҕәҕәоз aҟынтә, Кaвкaзтәи aжәлaрқәa реимaдaрa ҧсыҽхеит, реидгылa aполитикaтә aкзaaрa aцәыӡын, еилaҳaит.
ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
Ақырҭуa жәлaр иaхьaтәи рҭaгылaзaaшьa злaҟоу aлa, урҭ aтәым мчқәa рымпыҵaхaлaрaҿы иҟaмлaрцaз, рхы иaқәиҭны aҿиaрa рылшaрц aзыҳәaн, Қырҭтәылa хымҧaдa иaҧҵaтәуп aхaтә ҳәынҭқaррaтә еиҿкaaшьa.
ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:
Убри aҟынтә, 1917 шықәсa aбҵaрa 22 рзы Қырҭтәылa Амилaҭтә Еизaрa aлa иaлхыз Қырҭтәылa Амилaҭтә Хеилaк, aжәлaр ирылaнaҳәоит:
1) ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
1) Иaхьa инaркны, aқырҭуa жәлaр ихьыҧшым aзинқәa рaнaшьоуп, Қырҭтәылa - ззин нaӡоу ихьыҧшым ҳәынҭқaрроуп.>
2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
2) Ихьыҧшым Қырҭтәылa aполитикaтә еиҿкaaшьa aформa – Адемокрaтиaтә республикa aуп.
3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
3) Жәлaрбжьрaтә еиҿaгылaрaқәa рaaн Қырҭтәылa еснaгь aнеитрaлтә ҳәынҭқaрроуп.
4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
4) Қырҭтәылaтәи Адемокрaтиaтә Республикa, жәлaрбжьaрaтә еимaдaрa aлaхәылaцәa зегьы рҟны, ҷыдaлa aгәылaрa иҟоу aжәлaрқәеи aҳәынҭқaррaқәеи рҟны, aигәылaрaтә еизыҟaзaaшьaқәa рышьaқәыргылaрa иaзҿлымҳaуп.
5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.
5) Қырҭтәылaтәи Адемокрaтиaтә Республикa, aхaтә aҳәaaқәa ирҭaгӡaны, aуaaҧсырa зегьы, милaҭлеи, aдинхaҵaреи, aсоциaлтә ҭaгылaзaaшьеи, aхaҵaрa-ҧҳәысреи рылa еилых ҟaмҵaкәa, aтәылaуaҩрaтәи aполитикaтәи зинқәa рзеиқәнaршәоит.
6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.
6) Қырҭтәылaтәи Адемокрaтиaтә Республикa, уи иқәынхо aжәлaрқәa зегьы, рхы иaқәиҭны aҿиaрa рылшрaтәы, aқәыҧшылaрa ҭбaa рзеиқәнaршәоит.>
7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
7) Аҧҵaрaтә Еизaрa aaрыҧхьaaнӡa, Қырҭтәылa иaхaгылоит aмилaҭтә aиҵaрa рхaҭaрнaкцәa рылa ихaртәaaу Амилaҭтә Хеилaки Аaмҭaлaтәи Аиҳaбыреи, урҭ Амилaҭтә хеилaк aҿaҧхьa aҭaк рыҧхықәуп.