წარმოგიდგენთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ექსპერიმენტულ ციფრულ გამოცემას, რომელიც აერთიანებს დეკლარაციის ასლის ფოტოს, ედუარდ კლარის მიერ გადაღებულ დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ანოტირებულ ფოტოსა და 1920 წელს გამომცემლობა „დეგეს“ მიერ დაბეჭდილ ინტერაქტიულ რუკას (ავტორები: გ. გაჩეჩილაძე და ქ. ძაგანია).
ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ექსპოზიციის ოთხივე ნაწილი — დეკლარაციის ტექსტი, ასლის და წევრების ფოტო ან რუკა.
თითოეული ბიოგრაფიის ქვემოთ მოცემულია ბმული, რომელიც გადაგიყვანთ პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზის შესაბამის გვერდზე.